„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო [ვიდეო]
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო [ვიდეო]

ოფიციალურად გაიხსნა საფრანგეთის 2019-20 წლების სეზონი. ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართა ქვეყნის სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „რენს“ შორის.

პარიზული გუნდი თავიდან მდევრის როლში იყო, როცა ადრიენ იუნუმ წინ გაიყვანა „რენი“. 57-ე წუთზე კილიან მბაპემ პაბლო სარაბიას პასით ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ულამაზესი ჯარიმით ანხელ დი მარიამ გაიტანა 73-ე წუთზე.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარის გარეშე ითამაშა. პარიზული კლუბისთვის ეს იყო ზედიზედ მეშვიდე და ჯამში მეცხრე მოგება საფრანგეთის სუპერთასზე.

2018-19 წლების სეზონში პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, „რენმა“ კი ქვეყნის თასის ფინალში პენალტებით მოუგო პსჟ-ს (2:2, 6:5).

პსჟ-რენი 2:1

გოლები: 0:1 იუნუ (13), 1:1 მბაპე (57), 2:1 დი მარია (73)

პსჟ: არეოლა, მონიე (80. ტიაგო სილვა), დიალო, კერერი, ბერნატი, ვერატი, მარკინიოსი (78. პარედესი), ერერა (61. დი მარია), სარაბია, კავანი, მბაპე.

რენი: კოუბეკი, ჟელენი, და სილვა, მორელი, მაუასა, ბურიგო (68. გბოჰო), გრენიე, კამავინგა, ტე, ლეა სილიკი (84. დელ კასტილიო), იუნუ (46. ბოეი).