„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბენფიკადან“ გონსალო რამოში ოფიციალურად გამოისყიდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ლისაბონის „ბენფიკიდან“ გონსალო რამოში გამოისყიდა, – ამის შესახებ ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
რამოში გასულ ზაფხულს პსჟ-ში იჯარით გადავიდა, მისი თამაშით პარიზში კმაყოფილები დარჩნენ და მისი გამოსყიდვა სწრაფად გადაწყვიტეს. ტრანსფერისთვის „ბენფიკა“ 80 მილიონ ევროს მიიღებს.
22 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულებას 2028 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმებს.
გონსალო რამოშმა ფრანგული ფეხბურთის გრანდის რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.