„პარი სენ-ჟერმენი“ ტუხელის გაშვებას არ აპირებს
„პარი სენ-ჟერმენი“ ტუხელის გაშვებას არ აპირებს

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი გააგრძელებს გუნდის გაწვრთნას მომავალ სეზონზე.

„ტუხელთან კონტრაქტი კიდევ ერთ წელზეა გათვლილი. ის დარჩება პსჟ-ში მომავალ სეზონზე. თომასმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და კარგ შედეგებს მიაღწია. კონტრაქტის გაგრძელებას მოგვიანებით განვიხილავთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩვენ სუფთანი ვართ ტუხელთან ურთიერთობაში“, – განაცხადა ლეონარდომ ფრანგულ პრესასთან კომენტარში.

ვადაზე ადრე დასრულებულ 2019-2020 წლების სეზონზე „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, აგრეთვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ეს ტურნირი აგვისტოში უნდა განახლდეს.