„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, რომ ნდიდის შესაძენად 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს
„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, რომ ნდიდის შესაძენად 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა საყოვლთაო ფინანსური კრიზისის პირობებშიც მზად არის, რომ „ლესტერის“ ნახევარმცველი უილფრიდ ნდიდი კოლოსალური თანხის სანაცვლოდ შეიძინოს.

პარიზული კლუბიდან „ლესტერის“ მენეჯერებს უკვე დაუკავშირდნენ და 23 წლის ნიგერიელში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, – იუწყება ESPN.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ ნიგერიელმა ლეგიონერმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.