„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის გაყიდვის წინადადებები. ამის შესახებ ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“დაწერა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის წასვლა არ მოხდა გასულ ზაფხულს, რადგან პსჟ-მ „ბარსელონას“ შეთავაზება არასაკმარისად მიიჩნია. მაგრამ ფეხბურთელის პოზიცია მაინც უცვლელი რჩება – მას გადაწყვეტილი აქვს კლუბის დატოვება. ფრანგული კლუბი უკვე აღარ მოითხოვს 300 მილიონ ევროს და 180 მილიონით დაკმაყოფილდება.
შესაფერისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნეიმარს შეეძლება კლუბის დატოვება ამ სეზონის დასრულების შემდეგ- განსხვავებით ფორვარდ კილიან მბაპესგან, რომლის შენარჩუნებასა და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს პსჟ. მბაპეს შეძენაზე მთავარ პრეტენდენტად განიხილება მადრიდის „რეალი“. ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება.
ნეიმარმა ამ სეზონში რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.