დუბაის გრან პრიზე პარამძლეოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, დავით ქავთარაძემ ორი მედალი მოიპოვა.
ქართველი შუბის ტყორცნაში (32.42) მეორე ადგილზე გავიდა. ამავე დისციპლინაში ოქროს მედლის მფლობელი უკრაინელი ვლადისლავ ბილი გახდა (40.82). დავით ქავთარაძემ სიგრძეში ხტომაში (5.37) გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩინელმა პარამძლეოსნებმა, ზინგ ჰუანგჰაომ (6.37) და ჟიუ დენინგმა (6.26) გაინაწილეს.
ქართველმა პარამძლეოსანმა ორივე დისციპლინაში მოიპოვა პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ლიცენზია.
საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრები აგრძელებს ასპარეზობას დუბაის გრან პრის გათამაშებაზე.