პარაძიუდო | ინა ქალდანმა პარალიმპიადაზე ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძოუდოისტმა ინა ქალდანმა (J2 – 73კგ) მეოთხედფინლაში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში ქართველი პარასპორტსმენი ჩინელ ვანგს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.