პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოდან ქართველ გულშემატკივრებს მიმართეს [ვიდეო]#1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოდან ქართველ გულშემატკივრებს მიმართეს [ვიდეო]#1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს დღეს ორი ვერცხლის მედალი შეემატა.

ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ პრაძიუდოში შესანიშნავად იასპარეზეს და ვიცეჩემპიონები გახდნენ.

ქართველმა პარასპორტსმენებმა ტოკიოდან თანამემამულეებს მიმართეს და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის სამი მედალია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ნინო თიბილაშვილმა, ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოუტანეს.

ტოკიოს პარალიმიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.