პარაძიუდო | ინა ქალდანი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ინა ქალდანი (J2 – 70კგ) ნახევარფინალში ჩინელ ვანგთან იპონით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ქართველი პარასპორტსმენი ყაზახ აიალა მერეკს შეხვდება. რაც შეეხება დღეს გამომსვლელ მეორე ქართველს, გიორგი ქალდანი (J2 – 73კგ) პარალიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.