პარაძალოსნობა | შოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძალოსნობა | შოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს შოთა ომარაშვილმა (80 კგ) ორი მედალი მოიპოვა.

ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მან 161 კგ ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 478 კგ ჩათვალა და მესამე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ექვსი მედალია. ომარაშვილის გარდა, ჩვენ გუნდს მედლები თემო დადიანმა, მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა მოუტანეს.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 წარმომადგენელი ჰყავს – 20 ვაჟი და 8 ქალი.

მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.