პარაძალოსნობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს უსინათლოთა ძალოსნობის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 11 ქვეყნის ასამდე პარაძალოსანი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მათ ანგარიშზე, ჯამში, ცხრა მედალია.
მირიან ოგნაძე (+125 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან წოლჭიმში 216 კგ. დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სამჭიდის ჯამში 711 კგ მოაგროვა და ამ შედეგით მეორე ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.
75 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბასილაშვილმა წოლჭიმში – ვერცხლის, სამჭიდის ჯამში კი ოქროს მედალი მოიპოვა.
წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გიორგი მაისურაძე (+125 კგ) და გიორგი გიგაური (56კგ), ხოლო ზაზა მარტიაშვილი (125 კგ) წოლჭიმში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ქართველი პარაძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.