პარაძალოსნობა | აკაკი ჯინჭარაძე ევროპის ჩემპიონია, გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

16:28, 10.03.2026

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.

ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

მსგავსი