პაპუნაშვილი და მატიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ | ჩინეთის გრან პრი
ჩინეთის გრან პრის მესამე, დასკვნით დღეს, ტურნირზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და აქედან ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
+100 კგ. წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი გერნანელ იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება, ხოლო 90 კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი მედლისთვის ბრძოლაში შვეიცარიელ გირილ გროსკლაუსს შეხვდება.
მესამე ქართველი უშანგი მარგიანი (90 კგ.) მეორე წრიდან, სწორედ შვეიცარიელმა გროსკლაუსმა გამოთიშა ასპარეზობიდან, რომელიც პაპუნაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის შეებრძოლება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.