ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა – ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ გორან პანდევი ოლიმპიადის მონაწილე არაა, ოლიმპიური დიდების მუზეუმში მის სახელზე ვარსკვლავი ამოიტვიფრება.
„ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, დანიელ დიმევსკიმ მიულოცა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მუამედ სეიდინს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ისტორიული წარმატება. ამავე დროს, გამორჩეული სპორტული შედეგებით ის 20 წელი საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლებით ჩრდილოეთ მაკედონიის სპორტის აღიარებას ემსახურება. ამის გამო, გორან პანდევი ოლიმპიური დიდების მუზეუმში ადგილს გამორჩეული სპორტსმენების გვერდით დაიკავებს“, – წერია ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად 2020 წელს მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე – გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფის ფინალში, 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი 37 წლის გორან პანდევმა გაიტანა.