„პანათინაიკოსმა“ ზედიზედ წაგებული სამი მატჩის შემდეგ „დარუშაფაკა“ დამაჯერებლად დაამარცხა [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მორიგი 12-ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. „პანათინაიკოსმა“, რომელსაც ტურნირზე ბოლო სამი მატჩი წაგებული ჰქონდა, საკუთარ არენაზე „დარუშაფაკას“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 75-67 სძლია. ბერძნებს შორის საუკეთესო 20 ქულით მითოღლუ გამოდგა. ნიკ კალატესმა 10 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჯეიმს გისტის ანგრიშზე 15 ქულაა. თურქულ გუნდში ყველაზე მეტი 15 ქულა დუგლასის ანგარიშზეა.

მიუნხენის „ბაიერნმა“ პრინციპული შეხვედრა მოუგო კაუნასის „ჟალგირისს“. მატჩი გერმანელების გამარჯვებით 88-84 დასრულდა. „გრან კანარიამ“ კი „ბუდოჩნოსტი“ 95-85 დაამარცხა.