პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსხვერპლი 41-მდე გაიზარდა
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსხვერპლი 41-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსხვერპლი 41-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაიღუპა კიდევ ოთხი ბავშვი. ინტენსიური დაბომბვის დროს, სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას არაბულ ანკლავში საერთო ჯამში 15 ბავშვი და ოთხი ქალი დაიღუპა, 311-მა ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და არაბულ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი 7 აგვისტოს ღამით არის მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი