გერმანიის ბუნდესლიგაში მესამე ტური დაიწყო, რომლის საწყის მატჩში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა „დორტმუნდმა“ 3:1 დაამარცხა გერმანიის თასის მფლობელი „აინტრახტი“.
68-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო – გოლები გაცვალეს დორტმუნდელმა აბდუ დიალომ და ფრანკფურტელმა სებასტიან ალერმა. თუმცა, დარჩენილ დროში, მარიუს ვოლფმა და პაკო ალკასერმა „ბორუსიას“ სამი ქულა მოუტანეს, ესპანელმა კი დებიუტი გერმანულ გუნდში გოლით აღნიშნა.
„დორტმუნდი“ 7 ქულით ლიდერი გახდა, თუმცა მის კონკურენტებს მესამე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ.
„აინტრახტი“ სამი ქულით მეათე ადგილზეა.