მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლის სეზონის ფინალური წყვილი ცნობილია. პირველ ივნისს ლონდონში დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

მადრიდელებმა ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხეს (ორი მატჩის ჯამში 4:3) და ისტორიაში მე-15-ედ შეეცდებიან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას.

„რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში გერმანელები გააქტიურდნენ და 68-ე წუთზე ალფონსო დევისმა „ბაიერნი“ დააწინაურა.

ამის შემდეგ მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა, მათ შორის, მოედანზე 34 წლის ხოსელუ შეიყვანა, რომელიც „რეალში“ იჯარის წესით თამაშობს.

10-წუთიან მონაკვეთში ვეტერანმა თავდამსხმელმა ორი გოლის გატანა მოახერხა და ესპანური ფეხბურთის გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ წყვილში დორტმუნდის „ბორუსიამ“ პსჟ ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.