დორტმუნდის „ბორუსია“ ჯეიდონ სანჩოს გამოსასყიდად მზადაა #1TVSPORT
დორტმუნდის „ბორუსია“ ჯეიდონ სანჩოს გამოსასყიდად მზადაა #1TVSPORT

ცნობილი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსია“ მზადაა, ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუინაიტედისგან“ გამოისყიდოს.

ინგლისში გატარებული რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 23 წლის ფეხბურთელი „ბორუსიაში“ იანვარში გაანათხოვრა. ამის შემდეგ სანჩომ გერმანული გუნდის რიგებში რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პლეტენბერგის ცნობით, „ბორუსია“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბრიტანელებს 35 მილიონი ევრო გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო დორტმუნდელთა ღირსებას 2017 წლიდან 2021 წლამდე იცავდა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ნაკრების წევრისთვის 85 მილიონი ევრო გაიღო.