შვიდ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა მენი პაკიაომ საკუთარი აზრი გამოთქვა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან საჩვენებელი ბრძოლის ორგანიზების შესახებ.
„არ მინდა საჩვენებელი ბრძოლის მოწყობა. მოდით, ნამდვილი ბრძოლა ჩავატაროთ“, – განაცხადა პაკიაომ.
პაკიაოსა და მეივეზერს შორის პირველი ბრძოლა 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართა. მაშინ ფლოიდმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ცოტა ხნის წინ, მეივეზერმა განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს პაკიაოსთან ბრძოლის ჩატარებაზე იაპონიაში.