ოზურგეთში 62-ვე უბნის დათვლის შემდეგ, არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს
ოზურგეთში 62-ვე უბნის დათვლის შემდეგ, არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს

ოზურგეთში 62-ვე საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ, არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს, რომელმაც ხმათა 50.11% ანუ 17 306 ხმა მიიღო.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემების თანახმად, 62-ვე უბნის მიხედვით, ოზურგეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმათა 49,89% ანუ 17 227 ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ.

შეგახსენებთ, 61 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებდა.

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნასაკირალის #59 საარჩევნო უბნის ოქმი რამდენიმე წუთის წინ მიიტანეს. დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.