კრივის დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა ოსკარ დე ლა ჰოიამ UFC-ის პრეზიდენტთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
დანა უაითსა და ოსკარ დე ლა ჰოიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რადგან მოკრივემ UFC-ის პრეზიდენტს რამდენიმე ინტერვიუში ძუნწი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი თავისი ორგანიზაციის მებრძოლებს მიუღებლად ცოტა თანხას უხდის.
„დანა უაითს მთავარ ორთაბრძოლაში დავუპირისპირდებოდი. ორივენი მაგარი ბიჭები ვართ და ორივენი ვეგასში ვცხოვრობთ. ამ ბრძოლის ორგანიზება რთული არ იქნება“, – მიაჩნია ოსკარ დე ლა ჰოიას.