ო'სალივანმა მე-1000 ასიანი ბრეიკი შეასრულა [ვიდეო]

ინგლისელი სნუკერისტი რონი ო’სალივანი წლევანდელ სეზონში მესამე ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ავსტრალიელი ნილ რობერტსონი დაამარცხა და „პლეიერს ჩემფიონშიფის“ (Players Championship) მთავარი პრიზი მოიპოვა.

ფინალში ო’სალივანმა ანგარიშით 10:4 მოიგო. მან სამი „სენჩური“ გააკეთა, ხოლო ბოლო ბრეიკი მე-1000 გახდა მის კარიერაში. რონი პირველი სნუკერისტია ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

ფინალამდე, ო’სალივანმა „მშრალი“ ანგარიშით მოუგო ნახევარფინალი მარკ ალენს. რონი ო’სალივანისთვის ეს არის 35-ე მოგებული ტურნირი კარიერაში.