ოსაკაში მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ოსაკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე, ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ამჟამად რანგით მეორე დივიზონში, ჯურიოში ასპარეზობს, იაპონელი მეტოქის, ჩიონოკუნის დამარცხება მოახერხა.
იაპონელმა სუმოისტმა, რომელიც ბაშოზე ტოჩინოშინის მსგავსად მეორე ნომრადაა განთესილი, ბრძოლა აგრესიულად დაიწყო და ლევან გორგაძე დოჰიოს კიდესთან მიაბჯინა, თუმცა ქართველმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და მეტოქის დამარცხება ოშიდაშის ილეთით შეძლო.
ტოჩინოშინს ტურნირის ექვსი დღის შემდეგ ორი გამარჯვება და ოთხი მარცხი დაუგროვდა. მაკუუჩი დივიზიონში გადასასვლელად ქართველ სუმოისტს მინიმუმ რვა გამარჯვების მოგროვება სჭირდება.
ჰარუ ბაშოს მეშვიდე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯურიოს მეხუთე ნომერი, ენჰო იქნება, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს – 4-2.