ორი დღეა, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 30-ზე ნაკლებია
ორი დღეა, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 30-ზე ნაკლებია

მეორე დღეა, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 30-ზე ნაკლებია. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 10 ივნისს საფრანგეთში კორონავირუსით 23 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით საფრანგეთში 29 346 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ლეტალური შედეგების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.