ორი ბრინჯაო თბილისის გრან-პრის მეორე დღეს | ძიუდო [ფოტო+ვიდეო]
18:40, 30.03.2019
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის მეორე დღეს ქართველმა ძოიდოსტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვალერი იაშვილმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი ოდბაიარგანბაატარი დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-ში დამატებით დროში აჯობა ფრანგ ალმა ომარ ჯალოს.
ქალებს შორის დღეს მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და მზია ბებოშვილი (61 კგ.) ასპარეზობდნენ, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა.
ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, კაცებში 90, 100, 100+, ხოლო ქალებში კი 78, 78+ კგ. წონით კატეგორიებში გაიმართება ორთაბრძოლები. ასპარეზობაში 12 ქართველი კაცი და ერთი ქალი ძიუდოისტი ჩაერთვებიან.