ორი ბრინჯაო თბილისის გრან-პრის მეორე დღეს | ძიუდო [ფოტო+ვიდეო]
ორი ბრინჯაო თბილისის გრან-პრის მეორე დღეს | ძიუდო [ფოტო+ვიდეო]

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის მეორე დღეს ქართველმა ძოიდოსტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვალერი იაშვილმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-ში დამატებით დროში აჯობა ფრანგ ალმა ომარ ჯალოს.

ქალებს შორის დღეს მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და მზია ბებოშვილი (61 კგ.) ასპარეზობდნენ, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, კაცებში 90, 100, 100+, ხოლო ქალებში კი 78,  78+ კგ. წონით კატეგორიებში გაიმართება ორთაბრძოლები. ასპარეზობაში 12 ქართველი კაცი და ერთი ქალი ძიუდოისტი ჩაერთვებიან.

ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.