გრიგალაშვილი და იაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებებენ | თბილისის გრან-პრი [ფოტო]
გრიგალაშვილი და იაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებებენ | თბილისის გრან-პრი [ფოტო]

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ფინალური ბლოკის მონაწილეები გამოვლინდნენ.

დღეს ასპარეზობა იმართება კაცებში 73 და 81 კგ. წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში 63 და 70 კგ. წონით კატეგორიებში.

ქართველი ძიუდოისტი კაცებიდან მხოლოდ ორი მიიღებს მონაწილეობას ფინალურ ბლოკში. ტატო გრიგალაშვილი 81 კგ. და ვალერი იაშვილი 73 კგ. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.


ქალებს შორის დღეს მარიამ ჭანტურია 70 კგ. და მზია ბებოშვილი 61 კგ. ასპარეზობდნენ, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.

 

 

დატოვე კომენტარი