ჩხვიმიანი და თუთაშვილი ფინალში არიან | თბილისის გრან-პრი [ვიდეო+ფოტოამბავი]
ჩხვიმიანი და თუთაშვილი ფინალში არიან | თბილისის გრან-პრი [ვიდეო+ფოტოამბავი]

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ფინალური ბლოკის მონაწილეები გამოვლინდნენ. დღეს ასპარეზობა იმართება კაცებში 60 და 66 კგ. წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში 48,52 და 57 კგ-ში.

ქართველი ძიუდოისტებიდან ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლისთვის, ხოლო ჯაბა
პაპინაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ.


ჩხვიმიანი ფინალში ფრანგ ვალიდე ხიარს დაუპირისპირდება, ხოლო თუთაშვილი ისრაელის წარმომადგენელ გამოცდილ ძიუდოისტს ტაი ფლიკერს. პაპინაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელი არტიომ ლესუკი იქნება, ნინიაშვილის კი აზერბაიჯანელი ისმაელ იბრაჰიმოვი.

ქალებს შორის დღეს ციხელაშვილი, მახარაშვილი, ყიფშიძე (48 კგ.), ლევიცკა შუკვანი, ჯანაშვილი (52 კგ.),  და ლიპარტელიანი (57 კგ.) ასპარეზობდნენ, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.