ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა პორტუგალიაში მიმდინარე ITF-ის ეგიდით გამართული ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ოქსანამ და მისმა რუმინელმა მეწყვილე ანდრეა მიტუმ, ესპანური დუეტი რუიზი/ასკოიტი ორ სეტში 7:5, 6:3 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად მათი მეტოქეები გერმანელი კატარინა გერლახი და სერბი ნატალია კოსტიჩი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის დამთავრებისთანავე ოქსანა კალაშნიკოვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ანტალიაში შეურთდება და ბილი ჯინ ქინ ქაფ-ზე საქართველოს ღირსებას მეთერთმეტედ დაიცავს.