ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღეა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.
ჩემპიონობისთვის ბექა ლომთაძე (61 კგ) იბრძოლებს, ფინალში მისი მეტოქე რუსი მაგომედრასულ იდრისოვი იქნება. გარდა ამისა, ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს, სადაც მისი მეტოქე უკრაინელ ანდრეიცევს და კორეელ სეოს შორის გამარჯვებული იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში, ქართელი ავტომატურად მოიპოვებს ლიცენზიას და ბრინჯაოს მედლისათვის ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ სნეიდერს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.