„ოქროს ბურთის“ მფლობელი, 61 წლის იგორ ბელანოვი ოკუპანტებს ებრძვის #1TVSPORT
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა იგორ ბელანოვი საკუთარი ქვეყნის დამცველთა რიგებშია და 61 წლის ვეტერანი სპორტსმენი რუს ოკუპანტებს ებრძვის.
„ოქროს ბურთი“ სულ სამ უკრაინელ ფეხბურთელს აქვს მოპოვებული – ბლოხინს (1975-ში), ბელანოვს (1986-ში) და შევჩენკოს (2004-ში).
იგორ ბელანოვი თამაშობდა ოდესის „ჩერნომორეცში“, კიევის „დინამოში“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიაში“.
„საოცარი ვაჟკაცობა და მარადიული მებრძოლი სული! ყველაფერი ეს და კიდევ მრავალი სხვა ახასიათებს უკრაინელ მებრძოლებს. ჩვენ თქვენთან ვართ! მშვიდობა უკრაინას, დიდება თითოეულს, ვინც ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევს, რომლებიც თავხედურად შემოიჭრნენ, რათა გაანადგურონ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფალი, გმირი ხალხი. გვწამს, რომ მალე გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“, – წერს სოციალურ ქსელში ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი.