„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს წლის საუკეთესო მამაკაცთა გუნდი. პრიზი მიიღო „მანჩესტერ სიტიმ“.
2022-23 წლების სეზონი ისტორიული გამოდგა გუნდითვის – მან პირველად მოიგო ტრებლი: ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.