ოქროს ბურთი 2023: ვინისიუსი სოკრატესის პრემიის ლაურეატი გახდა #1TVSPORT
ოქროს ბურთი 2023: ვინისიუსი სოკრატესის პრემიის ლაურეატი გახდა #1TVSPORT

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე მეორე პრიზი მიიღეს „რეალის“ ფეხბურთელებმა. კერძოდ, ვინისიუსი გახდა სოკრატესის პრემიის მფლობელი. ამით აღიარეს ბრაზილიელის ჰუმანიტარული მოღვაწეობა.

ეს ჯილდო მეორედ გათამაშდა. 2022 წელს მისი ლაურეატი გახდა სენეგალელი სადიო მანე.

23 წლის ვინისიუსმა სოკრატესის პრემია მოიგო თავისი პროექტის – Vini Jr Institute-ის აპლიკაციის წყალობით, რომელიც განკუთვნილია ღარიბი სტუდენტებისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ წამოწყებაში ჩადებული ინვესტიციები 4 მილიონ ევროს აღწევს.