ოქროს ბურთი 2023: ერლინგ ჰალანდი წლის ბომბარდირის პრემიით დაჯილდოვდა #1TVSPORT
ოქროს ბურთი 2023: ერლინგ ჰალანდი წლის ბომბარდირის პრემიით დაჯილდოვდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა წლის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო, რომელიც გერდ მიულერის სახელს ატარებს.

2022-23 წლების სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „ოქროს ბუცი“ მიიღო – პრემიერლიგაში 36 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ჰალანდს სეზონში 56 გოლი დაუგროვდა.

„მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ფორვარდმა ტრებლი მოიგო – პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.