ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე დამაჯერებლად ლიდერობს, მესი ათეულშიც არ არის
ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე დამაჯერებლად ლიდერობს, მესი ათეულშიც არ არის

2019-20 წლების სეზონის მეორე ნახევარში სულ უფრო დაძაბული ხდება ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის პრიზისთვის – „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლა.

გასული საფეხბურთო უქმეების შემდეგ, ლიდერობა გაიმყარა „ლაციოს“ ფორვარდმა ჩირო იმობილემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, საუკეთესო ათეულში არ არის „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც ბოლო სამ სეზონში ზედიზედ სამჯერ მოიგო „ოქროს ბუცი“.

2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ჩირო იმობილე (ლაციო) – 50 (25 გოლი x 2)

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 44 (22 გოლი x 2.0)

3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 40 (20 გოლი x 2.0)

4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)

5. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 38 (16 გოლი x 1.5, 7 გოლი x 2)*

6. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

7. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 32 (16 გოლი x 2.0)

8. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 32 (16 გოლი x 2.0)

9. ერიკ სორგა (ფლორა) – 31 (31 გოლი x 1.0)

10. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 30 (15 გოლი x 2.0)

* – ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის“ რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.