„ოქროს ბუცი 2018“ - ლიდერი ოთხია
„ოქროს ბუცი 2018“ - ლიდერი ოთხია

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, 2017-18 წლების „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას ერთბაშად ოთხი ლიდერი ჰყავს.

გასულ უქმეებზე თითო გოლი გაიტანეს ლიონელ მესიმ, ედინსონ კავანიმ და მოჰამედ სალაჰმა და ჰარი კეინს ამოუდგნენ გვერდით.

ასე რომ, ახლა „ოქროს ბუცისთვის“ მებრძოლი პირველი ათეული ასე გამოიყურება:

გ/კოეფ/ქულა

1. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 24/2/48
1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 24/2/48
1. ედინსონ კავანი (პსჟ) 24/2/48
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 24/2/48
5. ჩირო იმობილე (ლაციო) 23/2/46
6. ჟონასი (ბენფიკა) 30/1,5/45
7. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 21/2/42
8. მაურო იკარდი (ინტერი) 20/2/40
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 20/2/40
8. ლუის სუარესი (ბარსელონა) 20/2/40

„ოქროს ბუცის“ რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება. გოლი, რომელსაც TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში გააქვთ, ორ ქულად ფასდება.

2017 წელს „ოქროს ბუცის“ მფლობელი ლიონელ მესი გახდა.