საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსული კლუბი „კრასნოდარი“ დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.
პირველი არხის მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოიშუშა, ფორმაშია და მიუხედავად ამისა სათამაშო დრო არ ეძლევა. ქართველ ფეხბურთელს ისეთ კლუბში სურს გადასვლა, სადაც მწვრთნელი მეტად ენდობა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკემ „კრასნოდარში“ ოცი შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.