ონტარიოს პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, კანადა აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს

23:42, 24.08.2026

ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს და აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.

ფორდის თქმით, ონტარიო აშშ-ში დაახლოებით 1,5 მილიონ სახლსა და ბიზნესს ელექტროენერგიით ამარაგებს.

„ჩვენ მათ ელექტროენერგიას შევუწყვეტთ. სჯობს, ბატარეების შეკვრა მოიმარაგოთ“, – განაცხადა ფორდმა.

ფორდმა განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადურ საქონელზე 2027 წლიდან ტარიფები დაწესდება.

მსგავსი