ოლივიე ჟირუ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ოლივიე ჟირუ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს #1TVSPORT

MLS-ის კლუბი „ლოს ანჯელესი“ ასრულებს გარიგებას ოლივიე ჟირუს გაფორმებაზე. 37 წლის ფორვარდის კონტრაქტი „მილანთან“ ზაფხულში იწურება.

ფრანგი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. MLS-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 18 ივლისს გაიხსნება – ევრო 2024-ის დასრულებიდან ოთხ დღეში.

გარიგების გარანტირებული ნაწილი მოქმედი იქნება MLS-ის 2025 წლის სეზონის ბოლომდე. ამ ვადის დასრულების შემდეგ კლუბს ექნება პრიორიტეტული უფლება ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაგრძელებაზე.

იტალიელმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ კლუბმა უკვე დადო სიტყვიერი შეთანხმება ჟირუს ტრანსფერზე.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.