ფაბრიციო რომანომ ჩამოთვალა ვარსკვლავები, რომლებიც მალე MLS-ში გადავლენ #1TVSPORT
ფაბრიციო რომანომ ჩამოთვალა ვარსკვლავები, რომლებიც მალე MLS-ში გადავლენ #1TVSPORT

პოპულარულმა საფეხბურთო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ ილაპარაკა იმის შესახებ, რომელი ვარსკვლავური მოთამაშეები გადავლენ უახლოეს ხანში MLS-ის ჩემპიონატში.

„ჟირუ, მოდრიჩი, სუარესი და გრიზმანი“, – დაწერა რომანომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩს 2024 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება „რეალთან“, ასეთივე კონტრაქტი აკავშირებს ოლივიე ჟირუს „მილანთან“, ხოლო ანტუან გრიზმანის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ „გრემიოს“ ფორვარდი ლუის სუარესი ახლოს არის „ინტერ მაიამიში“ გადასვლასთან. ურუგვაელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი ფლორიდულ კლუბთან, რომელიც ერთ წელზეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.