11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს 2021-22 წლების სეზონის ტრიუმფატორი „მილანი“ გახდა. ბოლო ტურში სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ პიოლის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და სკუდეტოს ბედი გადაწყვეტილი იყო.

ოლივიე ჟირუმ 32-ე წუთისთვის დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ფრანკ კესიმ დააფიქსირა. სამივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა რაფაელ ლეაომ შეასრულა, რომელსაც სეზონის ბოლო ხუთ მატჩში ორი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

ასევე 3:0 მოიგო შინ „ინტერმა“ „სამპდორიას“ წინააღმდეგ, მაგრამ შარშანდელი ჩემპიონი, ამჯერად, ვიცეჩემპიონობას დასჯერდა.

„მილანი“ 2010-11 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. მისთვის ეს არის მე-19 ჩემპიონობა, რითაც ის გაუთანაბრდა „ინტერს“. მათზე წინ არის მხოლოდ „იუვენტუსი“ 36 ჩემპიონობით.