ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში რჩება #1TVSPORT
MILAN, ITALY - FEBRUARY 10: Olivier Giroud of AC Milan celebrates scoring his goal during the Serie A match between AC MIlan and Torino FC at Stadio Giuseppe Meazza on February 10, 2023 in Milan, Italy. (Photo by Marco Luzzani/Getty Images)
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ „მილანის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ არ იყო დარწმუნებული, რომ საერთაშორისო კარიერას გააგრძელებდა, მაგრამ ახლა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
„არ ვარ მზად, დავასრულო კარიერა ნაკრებში და გავიხადო ლურჯი მაისური, რომელიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. ჯერ არაფერია დასრულებული. იმედია, წინ კიდევ ბევრი ემოცია გველოდება.
მე გამაჩნია მოტივაცია გაგრძელებისთვის, ფიზიკურადაც თავს კარგად ვგრძნობ. ამ მომენტისთვის მზად ვარ, მივიღო გამოძახება ნაკრებში და დავრჩე გუნდის მოთამაშედ“, – მოჰყავს 36 წლის ფორვარდის სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნაკრებიდან ყველა ვეტერანის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაურს კილიან მბაპე მიიღებდა, მაგრამ ახლა, დიდი ალბათობით, კაპიტანი ჟირუ იქნება.