გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მეკარე ოლივერ კანი სასამართლოში უჩივის ხელთათმანების მწარმოებელ კომპანია „ტიტანს“, იტყობინება sport1.de. საჩივრის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, კანის ზედმეტსახელი იყო „ტიტანი“ და ის თვლის, რომ ამ შემთხვევაში კომპანია არღვევს მის უფლებებს.
ოლივერ კანი კომპანიისგან ითხოვს ფულად კომპენსაციას 250 ათასი ევროს ოდენობით და სახელის გადარქმევას. თავად ყოფილ გოლკიპერს აქვს ხელთათმანების მწარმოებელი კომპანია სახელწოდებით „გოულფლეი“ (Goalplay).
2002 წეოლს ოლივერ კანი, გერმანიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 2006 წელს კი მესამე ადგილზე გავიდა. ზედმეტსახელი „ტიტანი“ მას გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს (კორეა-იაპონიაში) შეარქვა.