ოლიმპიურ კომიტეტს ახალი შტაბ-ბინა ექნება
ოლიმპიურ კომიტეტს ახალი შტაბ-ბინა ექნება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი შტაბ-ბინის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 ივნისს, ლოზანაში გაიმართება, – ამის შესახებ წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი. 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავის 125 წლისთავს აღნიშნავს.

ახალ შტაბ-ბინაში შეიძლება განთავსდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 500 თანამშრომელი. ამ მომენტისთვის, ისინი ოთხ შენობაში არიან განაწილებულნი.