თომას ბახი 17 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავს
თომას ბახი 17 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სამშაბათს გეგმავს სატელეფონო კონფერენციის გამართვას ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან.

როგორც სააგენტო AFP წერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი 17 მარტს გამართავს სელექტორულ შეკრებას, რათა საერთაშორისო ფედერაციებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან განიხილოს სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცნობებს ყველას იმ ზომების შესახებ, რომელსაც იღებს კორონავირუსის კრიზისის დროს, ფედერაციებს კი ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე ხუთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. კორონავირუსის აფეთქების გამო, სულ უფრო ხშირად გაისმის თამაშების გადატანის შესაძლებლობა.