საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გადასალახად 800 მილიონს გამოყოფს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გადასალახად 800 მილიონს გამოყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 800 მილიონ დოლარს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიითა და 2020 წლის ოლიმპიადის გადატანით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ იმოქმედა პანდემიამ ოლიმპიური მოძრაობის ფინანსურ მდგომარეობაზე. დღეს რთულია გათვალო ყველა შედეგი ან დაგეგმო მომავალი, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო ხვალ. კომიტეტის აღმასკომზე დამტკიცდა მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს 800 მილიონ დოლარს. ეს თანხა მიმართული იქნება კორონავირუსის შედეგების დაძლევაზე“, – თქვა ბახმა.

ასევე გერმანელმა ფუნქციონერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ 800 მილიონიდან 150 მილიონი გამოეყოფათ საერთაშორისო ფედერაციებსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს პანდემიის დროს მხარდაჭერისთვის.