„ოლიმპიაკოსმა“ ხამეს როდრიგესის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ოლიმპიაკოსმა“ და ნახევარმცველმა ხამეს როდროგესმა კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს, – დაწერა ბერძნული კლუბის პრესსამსახურმა.
31 წლის კოლუმბიელი „ოლიმპიაკოსში“ 2022 წლის სექტემბრიდან თამაშობდა. მან, ჯამში, 23 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
ხამეს როდრიგესი ცნობილია „რეალში“, „პორტუსა“ და „ბაიერნში“ თამაშით. მას ორ-ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები.