ხამეს როდრიგესი ყატარის „ალ-რაიანის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ხამეს როდრიგესი ყატარის „ალ-რაიანის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„ევერტონის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ყატარის „ალ-რაიანში“ გადავიდა სათამაშოდ. გარიგების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

თავდაპირველად, როდრიგესი კარიერის გაგრძელებას თურქულ კლუბ „ისთანბულ ბაშაქშეჰირში“ გეგმავდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ახლა, კოლუმბიელმა ახალი ვარიანტი იპოვნა.

ამ სეზონში ხამესს არც ერთი წუთი არ უთამაშია ინგლისური კლუბის შემადგენლობაში. ის შარშან გადავიდა „ევერტონში“, მონაწილეობა მიიღო 23 მატჩში, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.