კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა კონტრაქტი გააფორმა საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. „ოლიმპიაკოსში“ ფეხბურთელი ყატარის „ალ-რაიანიდან“ გადავიდა. ხამესმა ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
„ოლიმპიაკოსში“ როდრიგესი შეუერთდება მადრიდის „რეალში“ თავის ყოფილ თანაგუნდელს მარსელოს, რომელიც ამ ზაფხულა გადავიდა ბერძნულ კლუბში.
ხამეს როდრიგესი ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია „რეალის“ შემადგენლობაში.